ავტორი:

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დაიწყო - პირველი კადრი შეხვედრიდან

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დაიწყო - პირველი კადრი შეხვედრიდან

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებს.

შესაბამის ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა.