ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ.
ამის შესახებ შარლ მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა.
"ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ", - წერს შარლ მიშელი.