მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
პოლიციას კანცელარიის შესასვლელთან მოწყობილი აქვს ბარიკადები.
აქციის მონაწილეებმა ბარიკადებს ქაღალდები ესროლეს.
აქციის წევრებმა რუსთაველის გამზირიდან კანცელარიასთან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს.
ისინი სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის და უკრაინელების მიმართ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაიკეტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში.
ასევე ისინი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : "მონებო", "წადი".