ავტორი:

ხარკოვის მახლობლად ლიკვიდირებულია რუსული არმიის გენერალი, რომელიც ჩეჩნეთსა და სირიაშიც იბრძოდა - უკრაინული მედია

ხარკოვის მახლობლად ლიკვიდირებულია რუსული არმიის გენერალი, რომელიც ჩეჩნეთსა და სირიაშიც იბრძოდა - უკრაინული მედია

ხარკოვის მახლობლად რუსული არმიის გენერალ-მაიორის, ვიტალი გერასიმოვის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ხარკოვის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების დროს ლიკვიდირებული იქნა რუსი გენერალ-მაიორი, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი”, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ვიტალი გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომში და რუსეთის სამხედრო ოპერაციაში სირიაში.