ავტორი:

"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე

"კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა" - რას ამბობენ იაპონიაში კურილის კუნძულებზე რუსული ოკუპაციის შესახებ: საერთაშორისო დაძაბულობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იაპონიამ რუსეთის ქმედებები დაგმო და გარდა ამისა, დაძაბულობის გაზრდის პარალელურად, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხმამაღლა და მკაცრად ლაპარაკობენ კურილის კუნძულების სადავო ტერიტორიებზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომელზე პრეტენზიასაც იაპონია უკვე დიდი ხანია აცხადებს.

კურილის კუნძულებზე, მთელ ტერიტორიაზე ამჟამად რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება. იაპონიას კი პრეტენზია აქვს კუნძულთა შემდეგ ჯაჭვზე - კუნაშირი, სიტოკანი, ჰაბომაი. იაპონიის მხარე აცხადებს, რომ ეს კუნძულები მათი ტერიტორიაა.

  • იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ, პარლამენტში გამოსვლისას კურილის კუნძულების შესახებ ისაუბრა და ისინი მოიხსენია, როგორც იაპონიის ნაწილი და არა რუსეთის.

მისი თქმით, ტერიტორიები თავდაპირველად იაპონიის იყო. მინისტრმა დაადასტურა, რომ იაპონიის პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. "კუნძულები ოდითგანვე იაპონიისაა“, - განაცხადა იოშიმასა ჰაიაშიმ.

"ჩრდილოეთის ტერიტორიები (კურილის კუნძულები) ჩვენი მემკვიდრეობაა. ამ საკითხზე ჩვენს პოზიციაში ცვლილება არ არის“, - განაცხადა იაპონელმა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ კუნძულების ოკუპაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგს, ისევე, როგორც რუსული არმიის შეტევა უკრაინაზე.

წყარო