ავტორი:

"რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი თვითმფრინავი, რამდენიც უკრაინაში 13 დღის განმავლობაში დაკარგა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი თვითმფრინავი, რამდენიც უკრაინაში 13 დღის განმავლობაში დაკარგა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მიმართვაში განაცხადა.

"მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან. მაგრამ არის ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს "საკმარისი მკვლელობის მანქანები".

„ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელი მოქალაქეზე", - განაცხადა ზელენსკიმ.