ავტორი:

"რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ - ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში" - ზელენსკი

"რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ - ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში" - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 15-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გააქტიურებული სანქციები მისასალმებელია, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცე აუცილებლად უნდა დაიხუროს და აკრძალულ ზონად გამოცხადდეს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მას იმედი მისცა, რომ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის.

ამასთანავე, ზელენსკიმ ბრიტანეთის ყოფილი ლიდერის, უინსტონ ჩერჩილის სიტყვები გაიმეორა და განაცხადა, რომ „უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს“.

ზელენსკიმ 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ჩვენ ვიბრძოლებთ პლაჟებზე“ გაიმეორა და განაცხადა: „რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში“.