"ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად" - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
"შეტევა ნატოს ტერიტორიაზე, ნატოს ძალებზე, ნატოს შესაძლებლობებზე, ეს იქნება თავდასხმა ნატოზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
"გარდიანის“ ცნობით კი, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებში შფოთავენ, რომ რუსეთი, ავიაიერიშებით ან შორი მანძილის არტილერიით, შესაძლოა, უკრაინისადმი "მხარდაჭერის ნაკადის“ შეჩერებას შეეცადოს.
გამოცემა იქვე დასძენს, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა 30-ვე წევრზე თავდასხმას უდრის.