უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ქვეყნის 12 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, რომელიც მალე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 14 500 ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაგან 12 ათასი უკრაინელია. ისინი მალე შეუერთდებიან თავდაცვის ძალებს. ვამაყობთ თანამემამულეებით, რომლებიც მოდიან სამშობლოს დასაცავად,“- ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.