ავტორი:

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში

პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა MiG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა.

"აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში", - განუცხადა ანჟეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა მედიას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, თუმცა, პენტაგონმა პოლონეთის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.

იხილეთ ასევე: