დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
პავლო კირილენკოს განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან ფეხმძიმე ქალები.მან რუსები ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში მშვიდობიან მოქალაქეებზე დაბომბვაში დაადანაშაულა.