ავტორი:

"პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“ - ბორის ჯონსონი

"პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“ - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი, ბორის ჯონსონი რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა.

მან რუსეთის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნული ქმედების გამო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს დააკისრა.

"ცოტა რამაა იმაზე უფრო ამაზრზენი, ვიდრე დაუცველისა და მოწყვლადის სამიზნეში ამოღება. გაერთიანებული სამეფო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება და პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლის ცენტრში მდებარე სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.