უკრაინა რუსეთის დახმარების ბრალდებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიებას 38 სავარაუდო შემთხვევაზე აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია პოლიციის რამდენიმე ოფიცრის მიმართ მარიუპოლსა და ხერსონში.
გამოძიების ბიუროს ცნობით, მათ საომარი მდგომარეობის პირობებში ღალატი ჩაიდინეს და მტრის მხარეს გადავიდნენ.
ასევე, გამოავლინეს ადგილობრივი ხელისუფლების ის მაღალჩინოსნები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს და ახალისებდნენ რუსულ აგრესიას.
"დონეცკის ქალაქ კრამატორსკში ერთი ჩინოვნიკი დააკავეს და მსგავსი ქმედებები დაფიქსირდა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“- ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ყველა მოღალატე დააპატიმრეს და ისინი კანონის წინაშე მკაცრად აგებენ პასუხს.