რუსმა ოკუპანტებმა კიევის მახლობლად Coca-Cola-ს ქარხანა დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამ-ის საშუალებით ავრცელებს.
ავიაშეტევის შედეგად ნაწილობრივ დანგრეულია შენობა და დაზიანებულია ქარხნის ინვენტარი.
„ბოლშოი დიმიორკის მახლობლად დაბომბვის ქვეშ მოხვდა Coca-Cola-ს ქარხანა. დაზიანებულია კოგენერაციული დანადგარი“, - აღნიშნულია მის განცხადებაში.
ამ წუთისთვის უცნობია ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაჭრილთა შესახებ.