ავტორი:

"შეგვიძლია, თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? - მე ასე არ ვფიქრობ"- ემანუელ მაკრონი

"შეგვიძლია, თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? - მე ასე არ ვფიქრობ"- ემანუელ მაკრონი

"შეგვიძლია თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? მე ასე არ ვფიქრობ" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, სურს გაუგზავნოს „ძლიერი სიგნალი“ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებმაც უკვე წარადგინეს წევრობის შესახებ განაცხადი.

ევროკავშირის ლიდერები საფრანგეთში, სამიტზე იკრიბებიან. BBC-ის ინფორმაციით, სამიტზე განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება და ასევე, როგორ გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა.