ავტორი:

ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?

ინტენსიური თოვა ქვეყნის არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისში - ზვავსაშიშროების გამო გზის რა მონაკვეთებზეა აკრძალული საავტომობილო მოძრაობა?

საქართველოში 10 მარტიდან ჰაერის ტემპერატურის კლება, მთაში კი თოვა დაიწყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, თოვს საქართველოს არაერთ რეგიონში, მათ შორის თბილისშიც. მათივე პროგნოზის თანახმად, 11-12 მარტს ტემპერატურა განსაკუთრებით იკლებს. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი. მთიან რეგიონებში იქნება ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.