"უკრაინასთან მოლაპარაკებებზე არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენი მხრიდან წარგზავნილმა მომლაპარაკებლებმა",- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა.
კრემლის ლიდერის თქმით, უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებები უკვე ფაქტობრივად ყოველდღიურ ხასიათს ატარებს.
"აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში კი იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იქ არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენმა მომლაპარაკებლებმა. ამის შესახებ დეტალურად მოგიყვებით,“- განაცხადა პუტინმა.