ავტორი:

"ეს ომი ნატო-სა და რუსეთს შორის ომად არ უნდა იქცეს, რადგან შედეგად კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება" - იენს სტოლტენბერგი

"ეს ომი ნატო-სა და რუსეთს შორის ომად არ უნდა იქცეს, რადგან შედეგად კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება" - იენს სტოლტენბერგი

"ნატომ რუსეთს ძლიერი პასუხი გასცა, თუმცა ეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის ომად არ უნდა იქცეს, რადგან შედეგად კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება", - ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ნატომ ათი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მოამზადა, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს ომი უნდა დავასრულოთ. ამ პროცესში თურქეთის მონაწილეობას მივესალმები. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი უნდა დაასრულოს და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გაიყვანოს. ეს ომი უკრაინის საზღვრებს არ უნდა გასცდეს.

მინისტრ ჩავუშოღლუს შევხვდი, პრეზიდენტ ერდოღანსაც შევხვდები. მოსკოვსა და კიევს შორის მნიშვნელოვანი შუამავლობა სრულდება. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის პრეზიდენტის ლიდერობამ. თურქეთიც მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ელის.

„რუსეთს საფასური უნდა გადავახდევინოთ,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.