ავტორი:

"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი

"ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს" - ურსულა დონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, მაისის შუა რიცხვებისთვის წარმოადგინოს წინადადებები, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „CNN“ იუწყება.

„მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გამოვალთ წინადადებით 2027 წლისთვის რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ, რაც გამყარებული იქნება აუცილებელი ეროვნული და ევროპული რესურსებით“ , - განაცხადა ლაიენმა ევროსაბჭოს სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანვე განაცხადა, რომ მარტის ბოლოსთვის კომისია წარმოადგენს გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის შეზღუდვის ვარიანტებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი გეგმავს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მარაგის შევსების გეგმას მომავალი ზამთრისთვის.

„ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს ბუნებრივი აირის მარაგთან დაკავშირებით თავისი გრძელვადიანი პოლიტიკა. შესაბამისად, კომისია წარადგენს წინადადებას მიწისქვეშა გაზის საცავის ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე მინიმუმ 90%-მდე შევსების შესახებ“ - თქვა ლაიენმა.

მისი თქმით, ეს იქნება "მათი სადაზღვევო პოლისი" მიწოდების შეფერხების შემთხვევაში.