"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მერიას კონტრაქტი აქვს გაფორმებულირუსულ კომპანიასთან, "მეტრო ვაგონ - მაშთან", რომელიც სამხედრო საბძროლო ტექნიკას აწარმოებს.
ნიკა მელია მოუწოდებს კახა კალაძეს დაუყოვნებლივ ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი აღნიშნულ რუსულ კომპანიასთან.
"არ ვაპირებდი ბრიფინგის ჩატარებას, რომ არა კიდევ ერთი წარმოუდგენელი, რბილად რომ ვთქვათ, მოღალატეობრივი ფაქტი. აღმოჩნდა, რომ მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი გენოციდს აწყობს უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში და ბლოკადაში ჰყავს აყვანილი ასობით ათასი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, დედაქალაქის მერს, ბატონ კალაძეს თბილისის მერიის სახელით კონტრაქტი აქვს გაფორმებული რუსულ კომპანიასთან, „მეტრო ვაგონ მაშთან“.
ეს ის კომპანიაა, რომელსაც კონტრაქტის თანახმად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის, მაგრამ ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო, საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი რუსული სამხედრო ინდუსტრიისა მუხლუხოებიანი ჯავშანტრანსპორტის წარმოების მხრივ. ეს არ არის უბრალო ჩვეულებრივი კომპანია და ბატონო კალაძე, ვის თუ არა თქვენ, პირველი თქვენ უნდა ყოფილიყავით ის ადამიანი, რომელიც გამოექომაგებოდა ბევრი გასაგები მიზეზების გამო უკრაინას და უკრაინელებს.
ახლა, როცა მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ ფინანსური ნაკადები შეუწყვიტოს პუტინის რეჟიმს იმისათვის, რომ მან ვერ მოახერხოს სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსება, თქვენ თბილისელების სახელით კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული 170 მილიონი ლარის ოდენობის სამხედრო ინდუსტრიასთან და არ წყვეტთ კი არა კონტრაქტს ცალმხრივად, ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ. გასაგებია, რომ არ უერთდებით მსოფლიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, გასაგებია, რომ ცა არ დაუკეტეთ რუსებს, გასაგებია, რომ უკრაინის მთავრობის საწინააღმდეგოდ არ წყვეტთ განცხადებების კეთებას, მაგრამ ის მაინც მოახერხეთ, რომ ქართული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ოდენობით ფული პირდაპირ არ ხვდებოდეს მოსკოვში სამხედრო ინდუსტრიაში.
იმედი მაქვს ხვალ დილიდან ბატონი კალაძე გამობრძანდება და ქართულ საზოგადოებას კონკრეტულ პასუხს გასცემს და იტყვის ერთადერთ რამეს, რომ იგი ცალმხრივად აუქმებს კონტრაქტს ამ სამხედრო კომპანიასთან. იმ ქვეყნის სამხედრო კომპანიასთან, რომლებიც არიან ტერორისტებად ქცეულები, რომლებიც ხოცავენ და ჟლეტენ ბავშვებს უკრაინაში. ეს არ არის ჩასაფრებული პოზიცია, უბრალოდ მრცხვენია როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მრცხვენია ისევე როგორც უმრავლესობას, ვინც ახლა ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეცნობა. სირცხვილი არ არის განა, როდესაც ჩვენი ფული, 170 მილიონი ლარი, მიდის მოსკოვში იმ კომპანიაში, რომელიც აწარმოებს ჯავშანტექნიკას? რომ მერე მათ ეს ფული გამოიყენონ უკრაინელების დასაბომბად“, - განაცხადა ნიკა მელიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
კონტრაქტი გაქვთ გაფორმებული 170 მილიონი ლარის ოდენობის სამხედრო ინდუსტრიასთან და არ წყვეტთ კი არა კონტრაქტს ცალმხრივად, ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ. გასაგებია, რომ არ უერთდებით მსოფლიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, გასაგებია, რომ ცა არ დაუკეტეთ რუსებს, გასაგებია, რომ უკრაინის მთავრობის საწინააღმდეგოდ არ წყვეტთ განცხადებების კეთებას, მაგრამ ის მაინც მოახერხეთ, რომ ქართული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ოდენობით ფული პირდაპირ არ ხვდებოდეს მოსკოვში სამხედრო ინდუსტრიაში.