ავტორი:

"პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადამიანები უკრაინის ქალაქებში, მასობრივ საფლავებში დაკრძალეს" - უკრაინის წარმომადგენელი გაეროში ომის მძიმე შედეგებზე

"პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადამიანები უკრაინის ქალაქებში, მასობრივ საფლავებში დაკრძალეს" - უკრაინის წარმომადგენელი გაეროში ომის მძიმე შედეგებზე

უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ დაგმო რუსეთი, "აგრესორი სახელმწიფო", მისი სიცრუის, ომის დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის. ამის შესახებ კისლიცამ გაეროში ისაუბრა, რომელის გამოსვლის ნაწილსაც BBC ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა, რუსულმა თავდასხმებმა თითქმის გაანადგურა მარიუპოლი, სადაც 1582 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მისივე თქმით, ადამიანები უკრაინის ქალაქებში, "მასობრივ საფლავებში დაკრძალეს".

"რა იქნება შემდეგი სამიზნე? კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი? კიდევ ერთი სამშობიარო? რუსულმა ჯარებმა ყველა ამ ადგილს უკვე დაარტყეს. რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა თითქმის გაანადგურა მარიუპოლი და ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ამ ქალაქის 1582 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადამიანები, უკრაინის ქალაქებში, მასობრივ საფლავებში დაკრძალეს", - განაცხადა კისლიცამ.