ავტორი:

რატომ აკრიტიკებს ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს?

რატომ აკრიტიკებს ემანუელ მაკრონი ბორის ჯონსონს?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სავიზო პოლიტიკა გააკრიტიკა. მაკრონი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის მოთხოვნა, რომ ვიზის მიღების მსურველებმა აპლიკაცია ბრიუსელში ან პარიზში პერსონალურად უნდა შეავსონ, დამატებითი ტანჯვაა რუსულ ბომბებს გამოქცეული სასოწარკვეთილი ქალებისთვის, კაცებისა და ბავშვებისთვის.

მან ბრიტანეთი მიგრანტების დახმარებასთან დაკავშირებით გაკეთებული ხმამაღალი გაცხადებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მაკრონმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვერსალის სამიტზე ისაუბრა.

„ვიმედოვნებ, რომ უკრაინელ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც გამოიარეს საშინელება და გადმოკვეთეს ევროპა, რათა შეერთებოდნენ ოჯახებს, გაერთიანებულ სამეფოში უკეთესად მოექცევიან“, - განაცხადა მაკრონმა.