ჰუმანიტარული დახმარების კოლონა რუსების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლისკენ მიემართება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ქალაქი ერთ კვირაზე მეტია რუსული ძალების ძლიერი ცეცხლის ქვეშ არის. ქალაქის საკრებულომ პარასკევს განაცხადა, რომ დაიღუპა დაახლოებით 1600 ადამიანი.
"მწვანე დერეფანი ღიაა. ჰუმანიტარული კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლში გაემგზავრა. 90 ტონაზე მეტი საკვები და წამალი მიდის ქალაქში, რომელიც 11 დღეა ალყაშია "-აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.
საკრებულოს განცხადებით, ზედიზედ მეორე დღეა, დახმარების კოლონას მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები შეუერთდნენ.