ავტორი:

"რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მათთვის მიყენებული უდიდესი ზიანია" - ზელენსკი

"რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მათთვის მიყენებული უდიდესი ზიანია" - ზელენსკი

რუსული ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებულ უდიდეს ზიანზეც კი შეგვიძლია ვისაუბროთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.

"რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. დამპყრობლის ტექნიკური დანაკარგის რაოდენობა კი, ზელენსკის თქმით, გამაოგნებელია, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 360-ზე მეტი ტანკი, 1205 ჯავშანმანქანა, 60-მდე თვითმფრინავი, 80-ზე მეტი ვერტმფრენი და ასეულობით სხვა ტექნიკა.

მან ამასთანავე, მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა.