ავტორი:

სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია

სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

გარდაცვლილთაგან ერთი 8 წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდმა ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.