ავტორი:

იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული.

Reuters-ის ცნობით, სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ს განუცხადა, რომ კრემლი თხზავს ცრუ საბაბებს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გასამართლებლად.

"ბოლო დღეებში მოვისმინეთ აბსურდული ბრალდებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ. ახლა, როდესაც ეს ცრუ პრეტენზიები გაჟღერდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვის ქვეშ. ეს იქნება ომის დანაშაული“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.