ავტორი:

საჰაერო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, თამარ მეფის სახელობის ტაძარი დაზიანდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ხარკოვის ეპარქია

საჰაერო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, თამარ მეფის სახელობის ტაძარი დაზიანდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ხარკოვის ეპარქია

რუსი სამხედრობის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში, თამარ მეფის სახელობის ტაძარი დაზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის, ხარკოვის ეპარქია "ფეისბუქში“ ავრცელებს.

"11-12 მარტს, ღამით, სოფელ პიატიხატკის დაბომბვის შედეგად, წმინდა ნეტარი მეფის, თამარის ტაძარი დაზიანდა.

ჩამტვრეულია ტაძრის ფანჯრები და კარები, დაზიანებულია კედლები და საეკლესიო ჭურჭელი“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.