ავტორი:

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად (MNNA) დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.

ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

"იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას.

აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებში“, - წერს კომისია.