ავტორი:

ლვოვში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ლვოვის ოლქის გუბერნატორი მაქსიმ კოზიტცკი ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 57 ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, ლვოვთან რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე.