ავტორი:

"ეს ბავშვები არიან მარიუპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი" -  მარიუპოლში ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართველ ბავშვებსა და მათ დედას ეძებენ

"ეს ბავშვები არიან მარიუპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი" -  მარიუპოლში ერთ კვირაზე მეტია, რაც ქართველ ბავშვებსა და მათ დედას ეძებენ

უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, ქვეყნის არაერთ ქალაქში ურთულესი ვითარებაა. მათ შორისაა, მარიუპოლიც. დაბომბილი ქალაქიდან ყოველ დღე მედიაში აპოკალიფსური ფოტოები ვრცელდება. ადამიანები თავიანთ დაკარგულ ახლობლებს ვერ პოულობენ, ვერ ხერხდება ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა.

სოციალურ ქსელში 11 მარტიდან ვრცელდება პოსტი, სადაც "ფეისბუქის" ქართველი მომხმარებელი წერს, რომ მარიუპოლში მისი ახლობლების პოვნას ვერ ახერხებენ. ბავშვების მამა საქართველოში იმყოფება. ის ამბობს, რომ ოჯახთან კონტაქტი 5 მარტს გაწყდა.

"ეს ბავშვები არიან მარიუპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი. იქნებ ვინმემ რამენაირად შეძლოთ დახმარება. ტელეფონებიც აღარ აქვთ, აღარც საკვები Mariupol. prospekt stroitelei 177. kvartira55 ამ მისამართზე არიან.

+380 935440147 ტელ ნომერი. ბავშვების დედას ანია ქვია. მამა საქართველოშია და ვერც ვერავის ვაწვდენთ ხმას უკვე ისე ვართ არც ვიცით რა ვიფიქროთ დღეს მარიაპოლი დაბომბეს და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ თუ ვინმეს ეცნობა ან შეუძლია რამე გვითხრას ცოცხლები არიან როგორ არიან გთხოვთ ძალიან გთხოვთ რომ გაგვაგებინოთ, დედით უკრიანელები, მამით ქართველები არიან", - ნათქვამი იყო გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • სამწუხაროდ, ბავშვების შესახებ ამ დრომდე არ არის ცნობილი არაფერი.

"მიუხედავად იმისა რომ მთელი საქართველო ჩაერთო ძიებაში და არა მარტო, ვერაფერი ვერ გავიგეთ დღესაც ღმერთი ხომ მოკითხავს იმ ტირანს პატარა ბავშვების წვალებისთვის, რომლებიც უბრალოდ მისი მძევლები არიან!!!! დათო და მარიამი უფალი მალე მშვიდად დაგაბრუნებთ საქართველოში.

ვიცი ბევრს გაინტერესებთ გუშინ ველაპარაკეთ უკრაინაში საქართველოს საკონსულოს, ძალიან წუხან და მათვის ყველაზე სენსიტიური თემა და ადგილი ამჟამად მარიოპოლია, საქმე იმაშია რომ კიდევ 25 ქართველია შიგნით ჩარჩენილი ყველაზე პატარა 3 წლის ქართველი ბიჭია, რომლის მამაც აქ სასოწარკვეთილი ელოდება შვილს, ერთ წამიანი საუბარი ჰქონდათ 8 მარტს ქართველებთან თუმცა ისევ გაითიშა. რაც კარგია ისაა, რომ ერთად არიან ეს ქართველები და ცოცხლები არიან ,~ რაც ცუდია ისაა რომ ჩვენები არავინ იცის სად არიან, თუმცა საკონსულოს გამოყოფილი აქვს ტრანსპორტი მარიოპოლის შესასვლელთან ავტობუსი ქართველებისთვის სადაც დათო და მარიამის ადგილიც გაითვალისწინეს მათ ოჯახის წევრებთან ერთად …

ვერავინ ვერაფერს გვეუბნება და არის მოლოდინის რეჟიმი მხოლოდ რომ მოლაპარაკება ბოლო ბოლო ამდენი დღის მერე შედგება და კორიდორს გააკეთებენ ისევ იმ ეტაპზე ვართ არანაირი სიახლე მადლობა ყველას რომ ასე ჩართულები ხართ ბავშვების მშვიდობით დბრუნებაში და მჯერა ასეც იქნება", - წერსTako Sunny სოციალურ ქსელში.

  • ბავშვების მამა, ნიკოლოზ ბურჭულაძე ამბობს, რომ ცოლსა და შვილებთან ბოლოს 5 მარტს ჰქონდა კომუნიკაცია.

"ყველამ იცის, რა ვითარებაა მარიუპოლში. ქალაქი მთლიანად იბომბება. ვერ ხერხდება იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა. ყველა საელჩო მზად არის მარიუპოლიდან ხალხი გაიყვანოს, მაგრამ არც ერთ მოქალაქეს არ აქვს ამის საშუალება. მარიუპოლში კავშირიც გაწყვეტილია.

აბსოლუტურად დახშულია ყველაფერი. თუ ბუნკერში არიან, ფიზიკურად ამდენი ხანი ტელეფონიც ვერ გაძლებდა, დაუჯდებოდათ მობილურები. როგორც ვიცი, ახშობენ მობილურ კავშირს მარიუპოლში რუსი ოკუპანტები და დენიც რომ მოვიდეს, ტელეფონიც რომ დატენონ, შეიძლება კავშირი მაინც ვერ აღდგეს. სადღაც ბუნკერში რომ იქნებიან, მე ამ იმედით ვცოცხლობ დღეს", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ნიკოლოზ ბურჭულაძე.