საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 944 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 824 PCR ტესტით.