ავტორი:

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი კობახიძე აშკარად "ყურებს არ უჯერებდა" (ვიდეო)

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი კობახიძე აშკარად "ყურებს არ უჯერებდა" (ვიდეო)

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას, რომელიც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, პარლამენტარებში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. კანონმდებლების ნაწილი ღიმილს ვერ მალავდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" თამჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის მოხსენების პარალელურად სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული, ხანაც თვალებს ისრესდა. ვიდეოდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კობახიძე ყურებს არ უჯერებს...

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მოხსენება დაასრულა, პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაში მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუკრეს.

იმ ადგილიდან კი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები სხედან, ტაშის დაკვრის სურვილი მხოლოდ რამდენიმე დეპუტატს აღმოაჩნდა.

იხილეთ ასევე: