ავტორი:

პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!

პუტინს ისე გაუჭირდა, რომ ამერიკისთვის 'შემონახულ“ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს უკრაინას "ახარჯავს“?!
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

იცით, პუტინი კიდევ რითი წააგავს ჰიტლერს, გარდა იმისა, რომ ბლიცკრიგი ჩაეშალა?

ისევე როგორც გაჭირვებულმა ჰიტლერმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ ლონდონის, პარიზის, ანტვერპენის თუ ბრიუსელის დაბომბვა დაიწყო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე „ვუნდერვაფეებით“ („შურისძიების იარაღი“) - ფრთოსანი „ფაუ-1“ და ბალისტიკური „ფაუ-2“ რაკეტებით, პუტინმაც აერობალისტიკური „ისკანდერებითა“ და ფრთოსანი „კალიბრებით“ დაწყებული უკრაინის ქალაქების დაბომბვა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტებით გააგრძელა...

13 მარტს, დილაუთენია, უკრაინაში, ქალაქ ლვოვთან, რუსულმა რაკეტებმა იერიში „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე“ მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა...

იმის ფონზე, როდესააც ალყაში მოქცეულ მარიუპოლს მტერი დაუნდობლად ანადგურებს, ბომბავს ხარკოვს, დნიპროსა თუ ჩერნიგოვს, ლვოვთან, იავოროვსკის პოლიგონის დაბომბვა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვნად მოჩანდეს, მაგრამ ეს ასე არ არის სამი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველი - იავოროვსკის პოლიგონზე ბოლო წლებია ფუნქციონირებს „მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი“, სადაც უცხოელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ და რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულ 35 და დაჭრილ 134 ადამიანში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად გამოგზავნილი სამხედრო ჩინოსნები და სხვადასხვა ქვეყნებიდან უკრაინის დასახმარებლად ჩასული მოხალისეებიც შეიძლება იყვნენ.

მეორე - ლვოვის სიახლოვეს დაბომბვა ნიშნავს, რომ რუსეთი მზადაა საჰაერო დარტყმები მიაყენოს ნატოს იმ საავტომობილო კოლონებს, რომლებსაც იარაღი და საბრძოლო საჭურველი გადმოაქვთ დასავლეთ უკრაინაში პოლონეთიდან.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - რუსული სარაკეტო თავდასხმა მოხდა უკრაინა-პოლონეთის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კმ-ში, ანუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა პირველად დაბომბა უშუალოდ ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს... გააგრძლეთ კითხვა