ავტორი:

ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ხარკოვის პროკურატურა ავრცელებს.

ქალაქ ჩუგუევში რუსეთის მხრიდან განხორციელებული არტილერიული ცეცხლის შედეგად 15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

„ჩუგუევში 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა - დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, 2022 წლის 14 მარტს რუსეთის ჯარმა ქალაქ ჩუგუევის საბავშვო ბაღის მიმართულებით საარტილერიო შეტევა განახორციელა. აფეთქებული ჭურვის ნამსხვრევმა 15 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი“, - ნათქვამია ხარკოვის პროკურატურის განცხადებაში.