ავტორი:

"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შეიძლება ბევრად ადრეც, ვნახოთ... " - ალექსეი არესტოვიჩი

"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შეიძლება ბევრად ადრეც, ვნახოთ... " - ალექსეი არესტოვიჩი

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომი მაისისთვის უნდა დასრულდეს, რადგან თუკი რუსეთი შეჭრას განაგრძობს, მას რესურსები ამოეწურება.

"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისის, მაისის დასაწყისში, სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს, შეიძლება ბევრად ადრეც, ვნახოთ, ბოლო შესაძლო თარიღებზე მაქვს საუბარი. ჩვენ ახლა გზაზე ვართ: ან ძალიან სწრაფად დაიდება სამშვიდობო შეთანხმება, ერთ-ორ კვირაში, ჯარების გაყვანით და ყველაფერთან ერთად, ან იქნება მცდელობა, რომ რამდენიმე, ვთქვათ, სირიელის გაერთიანება მოხდება ომის მეორე რაუნდისთვის. როცა მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში ან აპრილის ბოლოს დაიდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.