მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოებაში დისკუსია არ წყდება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები და ოჯახის წევრები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ისევ ითხოვენ, რადგან ბოლო დროს მისი მდგომარეობა დამძიმდა.
"გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი..." - განაცხადა სააკაშვილმა.
"ტვ პირველთან“ საუბრისას ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო საქართველოში ჩამოსვლა. მან ასევე გააპტროტესტა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ხსენებაზე ხალხის მხრიდან სტვენა და შეძახილები...
გიული ალასანია: "ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი შვილი ჩამოვიდა. ახლა პირველად ვამბობ, მწყდება გული. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რა მიიღო, რა მიიღო, რა მივიღეთ? - უკრაინის სიყვარული ნურავინ გამეჯიბრება, ძალიან კარგია, მაგრამ რას ნიშნავს ის, რომ როცა ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება, უკაცრავად, რა ჰქვია ამას. რა მივიღეთ საბოლოოდ, რა ხდება. ეს უნდა მიეღო საზოგადოებისგან ჩემ შვილს?
არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ შეთითხნილ საქმეეებს. ჰყავთ ახლა გამოკეტილი ციხეში და ცდილობენ მოკლან როგორმე.
აუცილებელია მისი გადაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი დაავადების განკურნების. ეს არის ჩემი აზრი, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ".