ავტორი:

"როგორც ყველა ქალს უკრაინაში ახლა, მეც მეშინია ჩემი ქმრის გამო... ვიცი, როგორ უყვარს ოჯახი, სამშობლო, როგორ ვუყვარვარ მე" - ოლენა ზელენსკა

"როგორც ყველა ქალს უკრაინაში ახლა, მეც მეშინია ჩემი ქმრის გამო... ვიცი, როგორ უყვარს ოჯახი, სამშობლო, როგორ ვუყვარვარ მე" - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ ახლა მასაც, ისევე როგორც ყველა ქალს უკრაინაში, ეშინია თავისი ქმრის გამო, ღელავს მის გამო. ამის შესახებ ოლენამ abnews-ს უთხრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ მცირე კომენტარში ასევე აღნიშნა, რომ მისი მეუღლე სამშობლოს ბოლომდე დაიცავს.

"როგორც ყველა ქალს უკრაინაში ახლა, მე მეშინია ჩემი ქმრის გამო... მე ასევე ვიცი როგორი ძლიერი და გამძლეა ის. მას უყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, მას უყვარს თავისი ერი, თავისი ოჯახი და მას ვუყვარვარ მე.

და მე ვიცი, რამდენად ძლიერია ეს გრძნობები, ამიტომაც, ამ ყველაფერს ის ბოლომდე დაიცავს", - ამბობს ოლენა ზელენსკა.

იხილეთ ასევე: