ავტორი:

უმძიმესი კადრები, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს აჩვენა - ვიდეოს ბოლოში ჩნდება წარწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე"

უმძიმესი კადრები, რომელიც ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებს აჩვენა - ვიდეოს ბოლოში ჩნდება წარწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ონლაინ მიმართა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მისასალმებელ სიტყვაში, ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენისას, წარმოთქვა სიტყვები: "დიდება უკრაინას“.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, კონგრესში ვირტუალურად გამოსვლის წინ, შეერთებული შტატების კანონმდებლები ოვაციებით შეხვდნენ.

ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს მიმართა, რომ მათ ყველამ იციან სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერის მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი ფრაზა „მე მაქვს ოცნება“ და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ მას აქვს საჭიროება, დაიცვას უკრაინის ცა.

"მე მაქვს საჭიროება - მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მადლიერია მხარდაჭერისთვის, რომელიც მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-სგან, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ „მეტი უნდა გააკეთონ“.

მიმართვის შემდეგ კი კონგრესმენებს ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელიც უკრაინაში არსებულ უმძიმეს რეალობას აღწერს. ვიდეოში ჩანს, როგორ გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი დასახლებები. ვიდეოს ბოლოს კი ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე"

გაფრთხილება: ვიდეო მძიმე კადრებს შეიცავს.