ავტორი:

"კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს, დასავლეთი გვინდა, გულით და სულით კი ყველანაირად რუსეთისკენ არიან"- გიული ალასანია

"კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს, დასავლეთი გვინდა, გულით და სულით კი ყველანაირად რუსეთისკენ არიან"- გიული ალასანია

ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხელისუფლებას რაც შეეხება, კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს. დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან. ამას ვხედავთ, რაც სიკეთეს არ მოგვიტანს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას გული რუსეთისკენ მიუწევს, კორუფცია და კრიმინალია.

"უბრალოდ, რაზე ვფიქრობ იცით? ყველა ძალიან სახიფათო ვითარებაში ვართ, საერთოდ რეგიონი. რა ხდება უკრაინაში, ხედავთ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს. დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან. ამას ვხედავთ, რაც სიკეთეს არ მოგვიტანს. ერთი მტკიცე პოზიცია უნდა იყოს, რატომ რუსეთისკენ? იმიტომ, რომ კორუფცია და კრიმინალი ყველაზე კომფორტულად სწორედ რუსეთშია. ეს არის მიზეზი, რის გამოც გული უფრო რუსეთისკენ მიუწევთ, მაგრამ მე ჩვენი ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არავინ დაუშვებს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა პროვოკაციაზე, რომელიც საქართველოს მიმართ მზადდება. ალასანიას თქმით, მას ხალხის იმედი აქვს, რომელიც "ყველაფერს იღონებს, რომ ეს არავის გაუვიდეს და როგორმე გადავრჩეთ“.

ამასთან, გიული ალსანიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკიზე , რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს შეეწირა.

"დღეს,ბათუმში პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, ლეხ კაჩინსკის ძეგლი იდგმება. მახსნედება ლეხ კაჩინსკი და ის მიზეზი, რასაც შეეწირა. ლეხ კაჩინსკი ფაქტობრივად ჩვენ შეგვეწირა. მისი დამოკიდებულების გამო დაისაჯა და არამარტო ლეხ კაჩინსკი, მთელი მათი პოლიტიკური ელიტა შეეწირა. მე მახსოვს მომენტი, როდესაც აქ იყო ჩამოსული, სროლაც აუტეხეს საზღვარზე. ერთი დღე იმყოფებოდა, ჩამოვიდა და წავიდა. ჩემს ხელზე იყო დაყრდნობილი და მეუბნებოდა, როგორ უყვარს ჩემი შვილი. მითხრა, რომ ვუყურებ, ასე მგონია, ჩემს წინ ჩემი ახალგაზრდობა დადისო. ეს ის ლეხ კაჩინსკია, რომელსაც საქართველოს გმირის წოდება მიანიჭა ჩემმა შვილმა, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ“, - განაცხადა გიული ალსანიამ და აღნიშნა, რომ "ლეხ კაჩინსკის ძეგლს დგამენ, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ორიენტაცია, სამწუხაროდ, სრულიად გაურკვეველია“.