როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნატომ ბოლომდე ვერ გაბედა პოლონელების "მიგ-29“-ების უკრაინისთვის გადაცემა, თუმცა, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი გამოსავალი მოიძებნა, რასაც ომის დაწყებიდან მოველოდი - აშშ უკრაინაში აგზავნის ულტრათანამედროვე კამიკაძე-დრონებს, რასაც შეუძლია საბრძოლო მოქმედებებში უკრაინელებს დიდი უპირატესობა მიანიჭოს!
რას წარმოადგენს Switchblade ტიპის კამიკაძე-დრონი (რომელიც ჩვენებურად "გასაშლელ დანად“ ითარგმნება), რომლის 100 ერთეულის გადაცემა უკრაინისთვის გადაწყვიტა აშშ-მა?
ის ჩვეულებრივი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ოპერატორი დისტაციურად მართავს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებით განსხვავდება საჰაერო დაზიანების სხვა საბრძოლო საშუალებებისგან.
მაგალითად, თუ რაკეტა სტარტის შემდეგ პირდაპირ სამიზნისკენ მიემართება, ხოლო საბრძოლო უპილოტო დრონი კი მართვად ბომბებსა და რაკეტებს ესვრის მიზანს და უკან ბრუნდება, კამიკაძე-დრონი ყველა ამ ფუნქციას აერთიანებს. პირველი - მას არ სჭირდება აეროდრომი ასაფრენად, მისი სტარტი სპეციალური კონტეინერიდან ხორციელდება, შესაბამისად, მას ვერ "აშინებს“, თუკი მოწინააღმდეგე აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს მწყობრიდან გამოიყვანს. განაგრძეთ კითხვა