ავტორი:

"თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროვოცირებას, იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროვოცირებას, იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ" - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განაცხადებით, თუ უკრაინა მათ წინააღმდეგ ვითარების ესკალაციას გააგრძელებს, მინსკს საპასუხო რეაქცია ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, უკრაინა ბელარუსზე თავდასასხმელად 23 -24 თებერვალს ემზადებოდა და მისი საფრენი აპარატები ახლაც არღვევენ ბალარუსის საჰაერო სივრცეს.

"თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროცირებას, ჩვენ იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ. მაგრამ მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ მოგვიწევს უკრაინასთან ბრძოლა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში „რუსეთის ოპერაცია“ მალე დასრულდება და თუ ოფიციალური კიევი ხელს არ მოაწერს შეთანხმებას, მას მოუწევს კაპიტულაციის გამოცხადება.

„რუსეთი სთავაზობს უკრაინას, პუტინი -ზელენსკის, შეთანხმების აბსოლუტურად მისაღებ ვარიანტს. დღეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთთან მოილაპარაკოს და ზელენსკიმ პუტინთან ერთად ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას. თუ ზელენსკი ამაზე არ წავა, მაშინ დამიჯერეთ, მას მოკლე პერიოდში მოუწევს კაპიტულაციის აქტის ხელმოწერა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.