ავტორი:

"ჩემზე ძალიან არავის უნდა, ბადრი ესებუა დავიჭიროთ - ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ" - გომელაური

"ჩემზე ძალიან არავის უნდა, ბადრი ესებუა დავიჭიროთ - ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ" - გომელაური

ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ - ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მას არ შეუძლია ზუსტი თარიღი დაასახელოს თუ როდის დაიჭერენ ბადრი ესებუას და ამის თქმა სასაცილო იქნება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, წლების წინ მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებზეც დანაშაულის ჩამდენი პირების დაკავება, 10-20 წლის შემდეგ მოხდა.

"მე ბევრჯერ გამიკეთებია ეს განცხადება: ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ. გავიდა წელიწადნახევარი. მას არ მოუკლავს არავინ და არ დაუჭრია, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ.

მინდა ყველამ იცოდეს, 10 წლის ძებნილები, რომლებმაც წინა ხელისუფლების დროს ჩაიდინეს დანაშაული, მათ შორის არის პოლიციელის მკვლელი, მძევლად აყვანა და წაყვანა თავის მანქანიანად, დედა-შვილის მკვლელობა, ორი ადამიანის ცოცხლად დაწვა და ა.შ. ასეთ მძიმე ფაქტებს გეუბნებით, 72 ძებნილი დავაკავეთ. 15 წლის შემდეგ დაკავებულია 37 ძებნილი. 20 - წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 ძებნილი. ეს არის ყველა მძიმე დანაშაული, არ არის ქურდობა, ტელევიზორი მოიპარა ან რაღაც, მძიმე მკვლელობები და მკვლელობის მცდელობა ყველაზე მსუბუქი. 27 - წლიანი ძებნის შემდეგ 2019 წელს დავიჭირეთ ადამიანი, რომელმაც 1992 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

არ უნდოდათ იგივე პოლიციელის მკვლელის დაჭერა? სისულელეა, რა თქმა უნდა. როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, არ არსებობს ეგეთი რაღაც, რომ შს მინისტრს და პოლიციელებს არ უნდოდეთ იმ ადამიანის დაჭერა, რომელიც ჩვენ დავიჭირეთ, 12 წლის შემდეგ, 1 პოლიციელი დაჭრა და მეორე მოკლა.

პრობლემაა მესმის, ვმუშაობთ. წელიწადნახევარი კი ბევრია, შეიძლება, მაგრამ შეიძლება ვერ დავიჭიროთ, შეიძლება დავიჭიროთ. ხშირად იყო ოპოზიციისგან, დროზე თქვით რამდენ ხანში დაიჭერ. მაგას ვერავინ ვერ გეტყვის. მე რომ ვთქვა ახლა ამდენხანში დავიჭერ, ვინც საქმე იცის და პროფესიონალია, დამცინებენ. აქედან გამომდინარე, ესებუაზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.