თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.
როგორც კულებამ აღნიშნა, ,,თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება".
"ჩემი უკრაინელი კოლეგა და მეგობარი, მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში მივიღე. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელი ვართ, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური მცდელობისთვის, რათა რუსეთის დამანგრეველ ომს, უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო მოეღოს", - წერს კულება.