ავტორი:

"მერვე კლასში იყავი, მიშას სადღეგრძელოს სვამდით სკამზე დამდგარიო, მაშინ სტუდენტი ვიყავი და რატომ ვსვამდი, ვინმე ამიხსნის?" - რას იხსენებს მდინარაძე?

"მერვე კლასში იყავი, მიშას სადღეგრძელოს სვამდით სკამზე დამდგარიო, მაშინ სტუდენტი ვიყავი და რატომ ვსვამდი, ვინმე ამიხსნის?" - რას იხსენებს მდინარაძე?

მერვე კლასში იყავი, მიშას სადღეგრძელოს სვამდით სკამზე დამდგარიო, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და რატომ ვსვამდი, ვინმე ამიხსნის? - მთელი ცხოვრება ვაგინებდი ყველგან, სადაც საშუალება მქონდა, თუ გინება მათი დღეგრძელობაა, ასე ვადღეგრძელებდი ზუსტად, როგორც ახლა , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, წლების განმავლობაში, ოპოზიცია მას ბიოგრაფიას ახსენებს და ზურაბ ადეიშვილთან მის შესაძლო კავშირზე საუბრობს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყოფილი მინისტრი თვალით არასდროს უნახავს და არ იცნობს მას.

"წლების განმავლობაში მიდის ეს კამპანია, ჩემს ბიოგრაფიას მახსენებენ, ხან ვითომ ადეიშვილს მახსენებენ, თავის ჯალათ ლიდერს, რომელიც ცხოვრებაში თვალით ნანახი არ მყავს, მის საქმეებს აკეთებდი, მასთან იყავი ალიანსშიო. რა ხალხია. ჩვენს ლიდერთან იყავი ალიანსშიო, ეს ეთაკილებათ ვიღაცისთვის და თვითონ, თავისთვის კარგია ის ჯალათი.

სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყნის რაღაც სერიოზულ შეხვედრებზე ზის. კიდევ, მერვე კლასში იყავიო, მიშას სადღეგრძელოს სვამდით სკამზე დამდგარიო. მე ვიყავი მაშინ სტუდენტი და რატომ ვსვამდი, ვინმემ ამიხსნის, რა მინდოდა, ან ესეც რომ ეთაკილებათ სხვისთვის და თავისთვის ბელადი და უსიტყვოდ შემსრულებლები რომ არიან მისი მოწოდებების. მთელი ცხოვრება ვაგინებდი ყველგან, სადაც საშუალება მქონდა, თუ გინება მათი დღეგრძელობაა, ასე ვადღეგრძელებდი ზუსტად, როგორც ახლა“, - განაცხადა მდინარაძემ.