ავტორი:

"ოპოზიცია ამბობს, სად დააგროვე ამდენი ქონებაო... 1994 წლიდან ვმუშაობ - მეორე სახლი გლდანში აქვსო, თუ მაბრალებ, იქნებ სადმე უკეთეს ადგილას დამაბრალო" - გომელაური

"ოპოზიცია ამბობს, სად დააგროვე ამდენი ქონებაო... 1994 წლიდან ვმუშაობ - მეორე სახლი გლდანში აქვსო, თუ მაბრალებ, იქნებ სადმე უკეთეს ადგილას დამაბრალო" - გომელაური

სად დააგროვე ამდენი ქონებაო, 1994 წლიდან ვმუშაობ, ზოგიერთები შეიძლება მაშინ ბაღშიც არ დადიოდნენ - მეორე სახლი გლდანში აქვსო, თუ მაბრალებ ბატონო ლევან, იქნებ ვაკეში ან სადმე უკეთეს ადგილას დამაბრალო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძროაბის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მოგონილ ზღაპრებს ყვება.

"ოპოზიცია საქმეზე არ გესაუბრება, მოგონილ ზღაპრებზე საუბრობენ. სურათი რაც ჰქონდა, ერთ- ერთი იყო ჩემი სახლის სურათი, სად დააგროვე ამდენი ქონებაო, 1994 წლიდან ვმუშაობ, ზოგიერთები შეიძლება მაშინ ბაღშიც არ დადიოდნენ, ისიც კარგად მახსოვს და ბატონ ლევანს სურათების ფრიალი უსწავლია, ოღონდ ვისი რა სახლია ვერ გაურკვევიათ, მახსოვს ძალიან კარგად მიხეილ სააკაშვილმა რომ ეს სურათები ააფრიალა, მე კანცელარიაში ვმუშაობდი უკვე და თავის ლიდერისგან ისწავლა ეტყობა სურათების მოტანა და ტრაფარეტებით სიარული. მეორე სახლი გლდანში აქვსო, თუ მაბრალებ ბატონო ლევან, იქნებ ვაკეში ან სადმე უკეთეს ადგილას დამაბრალო, ნამდვილად არ ვიცი, ჩემს მეგობრებს ბევრს აქვს თავის ბიზნესები, რაც შეეხება დავით ველიჯანაშვილს, ამ ადამიანს 30 წელია ვიცნობ, ვმეგობრობთ, ერთად ვმუშაობდით, წლებია ერთად მოვდივართ, მას თავის ბიზნესი აქვს და ხაზი გაუსვა, ეს ადამიანი სოციალურად დაუცველი იყო და ახლა გახდა მილიონერიო, ბატონო ლევან, იქნებ კარგად მოიფიქროთ, თქვენს მეგობრებსაც ჰკითხოთ, ეს ადამიანი ვინ იყო, რა იყო, 2005 თუ 2006 წელს როგორ დახვდნენ მამკოდის გზაზე თქვენი ყოფილი ლიდერების დავალებით, ვინც დახვდა აღარ გავუსვამ ხაზს, როგორ სთხოვდნენ ფირმების გადაფორმებას და სოციალურად დაუცველი ვინ იყო მაგ დროს, შეიძლება მოვიძიოთ და შეიძლება სხვა აღმოჩნდეს მის მაგივრად", - განაცხადა გომელაურმა.