საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატოს.
"ამ კვირის ჩათვლით უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში თოვლი, თოვლჭყაპი, მთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე იქნება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +2; +7 გრადუსია. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებშია. დღით +3; +4 გრადუსი იქნება.
22-23 მარტს ცალკეულ რაიონში გამოიდარებს, ნალექები შეწყდება. ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში 21-23 მარტის ჩათვალით მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა, 10-დან 12 გრადუსამდე იყოს“,- აღნიშნავს დოდო გვაზავა.
რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც დოდო გვაზავა განმარტავს, ყინვის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის. 23-25 მარტის ჩათვლით თბილისში ღამით ტემპერატურა 0; -2 გრადუსი იქნება.