ავტორი:

"მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე ჩვენმა ხელისუფლებამ თანხმობა მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა" - სააკაშვილი

"მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე ჩვენმა ხელისუფლებამ თანხმობა მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე მისმა ხელისუფლებამ თანხმობა მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც რუსეთმა ფსოუ და ზემო ზარმაგი საქართველოს საბაჟო საზღვრებად აღიარა. როგორც სააკაშვილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, საქართველო უკანასკნელი ქვეყანა იყო, ვინც შესაბამისი ნებართვა გასცა.

„რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრებაზე ჩვენი სრულიად არაკომპეტენტური და მავნებელი მთავრობის განცხადებებს, რომელსაც ისინი საკუთარი ღალატის გასამართლებლად და ჩვენს დასადანაშაულებლად იყენებენ, საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, ვინც ეს თანხმობა მისცა მიუხედავად ამერიკელების მხრიდან 2-წლიანი ძლიერი ზეწოლისა. ჩვენ ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გავეცით, რაც რუსეთმა აღიარა ჩვენს საბაჟო საზღვრებად ფსოუ და ზემო ზარმაგი (როკის გვირაბი). ეს უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება იყო!

მას შემდეგ, რაც ესენი მოვიდნენ, დარწმუნებული ვარ, რუსებისვე დავალებით დაივიწყეს ეს ხელშეკრულება და ახლა თავხედობა ყოფნით და აქეთ შემოგვიტრიალდნენ“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.