ავტორი:

"მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს" - ლავროვი

"მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს" - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა მან.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს.

"მინდა შევახსენო ყველა ქვეყანას, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს ეს იდეა, რომ საბჭოთა სისტემები და რუსული წარმოების სისტემები შეესაბამება ერთმანეთს. იქ, მთავრობათაშორისი შეთანხმებებით და კონტრაქტებით, რომლებსაც ასევე აქვთ მომხმარებლის სერტიფიკატი და ეს სერტიფიკატი არ იძლევა მათი მესამე ქვეყნებში გაგზავნის საშუალებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.