რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის მიზნებზე საუბრისას, სახარებას იშველიებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
კრემლის ლიდერმა დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ტანჯვისა და გენოციდის არიდებაზე საუბრის დროს სწორედ წმინდა წერილის ციტატა მოიშველია:
"თავში მომდის სიტყვები წმინდა წერილიდან: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ის, როდესაც ვინმე სულს დათმობს თავისი მეგობრისთვის“, - განაცხადა პუტინმა ყირიმის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ მიტინგ-კონცერტზე.
პუტინის თქმით, უკრაინაში ომის მიზანია ადამიანებისთვის გენოციდის თავიდან არიდება.
მისივე თქმით, „ყირიმელები და სევასტოპოლელები მართებულად მოიქცნენ, როდესაც ნეონაცისტებს და ნაციონალისტებს გზაზე ბარიერი შეუქმნეს“.