ავტორი:

ვინ იყო უკრაინაში მოკლული რუსი პოლკოვნიკი, სერგეი სუხარევი, რომელიც აგვისტოს ომში და სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

ვინ იყო უკრაინაში მოკლული რუსი პოლკოვნიკი, სერგეი სუხარევი, რომელიც აგვისტოს ომში და სავარაუდოდ, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, რუსეთის საჰაერო-სადესანტო პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი, სერგეი სუხარევი, რომელიც არსებული ცნობებით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილეობდა, უკრაინის ომში მოკლეს.

სავარაუდოდ, სუხარევი 2009 წელს გავრცელებულ იმ ვიდეოში ფიგურირებს, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ოკუპანტებმა აწამეს, ხოლო შემდეგ, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

  • ვიდეოში, რომელიც 2009 წელს ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს, რომ სეპარატისტები ეროვნულ გმირს რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. პირიდან სისხლი მოსდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.

მაშინ ამ ვიდეომ მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა. კადრებზე ასახული მოძალადეებიდან უმეტესობა გიორგი ანწუხელიძეს ოსურად ელაპარაკებოდა. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, რომელიც რუსულად უაქცენტოდ საუბრობს და სავარაუდოდ, ის რუსია.

  • არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ კადრებში, ერთ-ერთი პირი, სწორედ უკრაინაში ლიკვიდირებული სერგეი სუხარევია.

24 თებერვალს რუსი სამხედროების რუსეთში შეჭრის შემდეგ დაღუპულ რუსებს შორის მაღალი წოდების პირებიც არიან. კოსტრომის პოლკის მეთაურ, პოლკოვნიკ სერგეი სუხარევთან ერთად, ლიკვიდირებულნი არიან, უფროსი სერჟანტი სერგეი ლებედევი, სერჟანტი ალექსანდრე ლიმონოვი, ეფრეიტორი იური დეგტიარევი და კაპიტანი ალექსეი ნიკიტინი.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, "331-ე გვარდიის საპარაშუტო-სადესანტო პოლკს სუხარევი 2021 წლიდან მეთაურობდა, ის 2008 წელს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე 5-დღიან ომში, ჩეჩნებთან ერთად მონაწილეობდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, აქტიურად იყო ჩართული ჩეჩნეთის მეორე ომში, რასაც ზოგჯერ "საბრძოლო ნათლობასაც" უწოდებდა.

რუსული მედიის ცნობით, 331-ე გვარდიის პოლკი, ჯერ კიდევ 2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში ქალაქ ილოვაისკთან მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში იყო ჩართული, ამიტომ ახლა მიიჩნევვდნენ, რომ ის უკრაინაში დაწყებულ ომში კარგად გათვიცნობიერებული იყო.

2017 წლის ზაფხულის საფრენოსნო სწავლებებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 331-ე პოლკს "მთავარი დამრტმყმელის" სტატუსი მიანიჭა" - წერს რუსული გამოცემა rbc.ru.

გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიღებული დანაკრგის შესახებ მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ ომში 498 სამხედრო დაკარგა. იქვე დაძინეს, რომ "უკრაინულ მხარეს ბევრად მეტი დანაკარგი ჰქონდა..."

რუსეთის თავდაცვის უწყება არ აკონკრეტებს, ზუსტად რა ვითარებაში დაიღუპა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ommercato.com ის ცნობით, რუსეთი არ ახმაურებს, თუმცა რეალურად, "უკრაინის ომს ასევე შეეწირა 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი. იმავე ბატალიონის გაერთიანებული შეიარაღების ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი საფრონოვი; 61-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, ლეიტენანტი პოლკოვნიკი დენის გლებოვი. გვარდიის მე-11 ცალკეული საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი კონსტანტინე ზიზევსკი.

რუსი ინტერნეტმოხმარებლები წერენ, რომ "კრემლის პროპაგანდისტული მანქანები მუდმივად ირწმუნებიან, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მხოლოდ რეგულარული ჯარი და არმიის არაძირითადი ნაწილი მონაწილეობს, ე.წ. ელიტარული ნაწილი კი არც კი ჩართულა, თუმცა შედეგები სრულიად საპირისპიროს მიანიშნებს."